Апісанне на мове арыгіналаKA • Арыгінал
Accessibility links
მთავარ შინაარსზე დაბრუნება
მთავარ ნავიგაციაზე დაბრუნება
ძიებაზე დაბრუნება
Link has been copied to clipboard
ახალი ამბები
თემები
პოლიტიკა
ეკონომიკა
საზოგადოება
კულტურა
სპორტი
ვიდეო
ბლოგები
პოდკასტები
ასათიანის კუთხე
ნიკოს პოდკასტი
60 დეციბელი
განკითხვის დღე
დილის საუბრები
მოლაპარაკე ტექსტები
შინ - უცხოეთში
ლიტერატურული წახნაგები
ამერიკული მოთხრობა
იმპერია და რადიო
გადაცემები
თავისუფლების მონიტორი
ფენოვანი - 2.10
თქვენი პუბლიკაციები
პროექტები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები - 2022
დამოუკიდებლობის 100 წელი
ჩემი სიკვდილის მიზეზია COVID-19
11 წელი - 11 ამბავი
საპარლამენტო არჩევნების ისტორია
ბავშვები პროსტიტუციაში - ამოუთქმელი ამბავი
5 ამბავი - 20 ივნისს დაშავებულები
აგვისტოს ომი
ПРИВЕТ კულტურა
ЭХО КАВКАЗА
გამოიწერე
რთე/რთ-ის ყველა საიტი
პოდკასტები
ძიება
ახალი ამბები
დამნაშავედ ცნეს მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი
ივნისი 01, 2026
გაზიარება
იხ. კომენტარები
ფოტო არქივიდან: გიგა ავალიანი
პროკურატურის თანახმად, დამნაშავედ ცნეს და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მასწავლებელ გიგა ავალიანზე თავდასხმის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2026 წლის 24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე საქმის არსებითი განხილვისას, არასრულწლოვანმა მოწმის სახით დაკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა".
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
ასევე ნახეთ
„მაინც მოგიწევთ ჩემი მოსმენა“ - რა დაამატა გამოძიებამ ავალიანის საქმეს
სასამართლოში ჩვენების შეცვლის გამო დაკავებულზე პირველად სოციალურ ქსელში ინფორმაცია გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ გაავრცელა. მისი თქმით, ჯგუფური ძალადობის ახალ საქმეზე მოწმეები მიდიან და უარყოფენ იმას, რაც გამომძიებლებს დაკითხვის დროს უთხრეს. დაკავებულის შემთხვევაში კი, კუპატაძის თქმით, სასამართლოზევე ნათლად გამოჩნდა, რომ ის იტყუებოდა.
28 წლის მასწავლებელს გიგა ავალიანს თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღე იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ასევე ნახეთ
ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, რომელიც ავალიანზე თავდასხმასაც ეხება, ცრუ ჩვენებისთვის არასრულწლოვანი დააკავეს
ადგილზე ორი არასრულწლოვანი იყო, თუმცა მესამეც დააკავეს დანაშაულის დაგეგმვის ბრალდებით.
შემდეგ კიდევ ორი დააკავეს დანაშაულის დაფარვისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადების მუხლებით.
შედეგად, ამ საქმეზე ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.
ასევე ნახეთ
გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულების განაჩენი ცნობილია
ხუთს უკვე მიუსაჯეს პატიმრობა
2026 წლის 8 აპრილს გამოცხადდა სამი დაკავებულის განაჩენი, არასრულწლოვანთა კოდექსის გათვალისწინებით:
ა.გ. და გ.რ - მიესაჯათ 10 წელი და 6 თვე;
დ.ჩ. - მიესაჯა 6 წელი და 9 თვე.
2026 წლის 27 მაისს სასამართლომ კიდევ ორი არასრულწლოვანი - დ.ჩ. და ა.ნ. ცნო დამნაშავედ. მათთვის მისჯილი წლების რაოდენობას მოსამართლე 2 ივნისს გამოაცხადებს.
ხუთივე მათგანს უშუალოდ გიგა ავალიანთან დაკავშირებით ჰქონდა ბრალი წარდგენილი.
გაზიარება
იხ. კომენტარები
Follow us
ბეჭდვა
გამოიწერე
საინფორმაციო გვერდები
ჩვენ შესახებ
პირადი ინფორმაციის დაცვის წესები
ფორუმის წესები
დაგვიკავშირდით
რადიო თავისუფლება, RFE/RL, Inc. ყველა უფლება დაცულია
SM