Апісанне на мове арыгіналаKA • Арыгінал
Accessibility links
მთავარ შინაარსზე დაბრუნება
მთავარ ნავიგაციაზე დაბრუნება
ძიებაზე დაბრუნება
Link has been copied to clipboard
ახალი ამბები
თემები
პოლიტიკა
ეკონომიკა
საზოგადოება
კულტურა
სპორტი
ვიდეო
ბლოგები
პოდკასტები
ასათიანის კუთხე
ნიკოს პოდკასტი
60 დეციბელი
განკითხვის დღე
დილის საუბრები
მოლაპარაკე ტექსტები
შინ - უცხოეთში
ლიტერატურული წახნაგები
ამერიკული მოთხრობა
იმპერია და რადიო
გადაცემები
თავისუფლების მონიტორი
ფენოვანი - 2.10
თქვენი პუბლიკაციები
პროექტები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები - 2022
დამოუკიდებლობის 100 წელი
ჩემი სიკვდილის მიზეზია COVID-19
11 წელი - 11 ამბავი
საპარლამენტო არჩევნების ისტორია
ბავშვები პროსტიტუციაში - ამოუთქმელი ამბავი
5 ამბავი - 20 ივნისს დაშავებულები
აგვისტოს ომი
ПРИВЕТ კულტურა
ЭХО КАВКАЗА
გამოიწერე
რთე/რთ-ის ყველა საიტი
პოდკასტები
ძიება
ახალი ამბები
შსს-ს „სიძულვილის მონიტორინგის დეპარტამენტმა“ სასამართლოში 60 საქმე წაიღო
ივნისი 15, 2026
გაზიარება
იხ. კომენტარები
თამთა ქიმბარიშვილი - შსს-ს „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს უფროსი
შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალშექმნილმა დეპარტამენტმა, რომლის ფუნქციად საჯარო სივრცეში კომუნიკაციის „სისტემური მონიტორინგია“ განსაზღვრული, 16 დღეში 60 საქმე წაიღო სასამართლოში.
პრესსამსახურის ცნობით, 30 საქმეზე დანიშნულია მოსამზადებელი სხდომა, 7 შემთხვევაში საქმის განხილვა დასრულდა - რა შედეგი დადგა, ამის შესახებ რადიო თავისუფლება დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ცდილობს.
„სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებში წარდგენილი საქმეების განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, შესაბამისად, მიმდინარე სამართალწარმოებისა და მისი შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება“, - აცხადებენ შსს-ში.
ახალი სამმართველო
ახალმა სამმართველო, რომელშიც, პირველადი ინფორმაციით, ათამდე ადამიანი დასაქმდა, 1 ივნისიდან მუშაობს.
სამმართველოს შექმნის ინიციატივა „ქართული ოცნების“ მთავრობაში ახალ პოზიციაზე დანიშნულმა მამუკა მდინარაძემ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, წარადგინა 18 მაისს.
მისი თქმით, ეს ინიციატივა მიმართულია „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის“ წინააღმდეგ და მისი მიზანი არ არის „აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა“.
ასევე ნახეთ
რას მიიჩნევს დარღვევად შსს-ს „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველო - დარახველიძის განმარტება
„რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
ასევე ნახეთ
„ცენზურის მექანიზმი“ - უფლებადამცველები შსს-ში „კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს შექმნაზე
სამმართველოს ხელმძღვანელი - თამთა ქიმბარიშვილი
დეპარტამენტის ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან შეარჩიეს. თამთა ქიმბარიშვილი მანამდე შსს-ს იურისტი იყო. მის შესახებ დაწერილი ფეისბუკ-კომენტარის გამო სასამართლომ მოქალაქე 2500 ლარით დააჯარიმა:
მისი ფოტო 2025 წლის 27 აპრილს ფეისბუკში გამოაქვეყნა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა წარწერით; „მონა–ჯალათი, სადისტი და პოტენციური მკვლელი“. პოსტზე კომენტარი დატოვა დიანა გოგოლაძემ („ახალგაზრდა გოგო და ასეთი ძუკნა“), რის გამოც მის წინააღმდეგ საქმე განიხილეს.
ასევე ნახეთ
სასამართლომ მოქალაქე ფეისბუკზე კომენტარის გამო 2500 ლარით დააჯარიმა
წილოსანის პოსტზე კომენტარისთვის 4000-ლარიანი ჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4000 ლარით დააჯარიმა ადვოკატი შოთა თუთბერიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის 1 ივნისის ფეისბუკპოსტზე დატოვებული კომენტარისთვის. საქმე შსს-ს ახალმა დეპარტამენტმა მოამზადა.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ ადვოკატმა დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი (პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა).
„ალბათ, პირველია, „სქროლვა-სქრინვის“ სამმართველოს აქამდე, მე მგონი, საქმე არ შემოუტანია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თუთბერიძემ და აღნიშნა, რომ საქმეში წილოსანის გამოკითხვის ოქმი არ დევს.
ასევე ნახეთ
ნინო წილოსანის პოსტზე კომენტარისთვის ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4 ათასი ლარით დააჯარიმეს
შსს-ში მოგვიანებით განმარტეს, რომ ეს არ იყო პირველი საქმე, რომელიც სასამართლოებმა განიხილეს და გადაწყვეტილება კიდევ ექვს სხვა საქმეზეა დამდგარი.
გაზიარება
იხ. კომენტარები
Follow us
ბეჭდვა
გამოიწერე
საინფორმაციო გვერდები
ჩვენ შესახებ
პირადი ინფორმაციის დაცვის წესები
ფორუმის წესები
დაგვიკავშირდით
რადიო თავისუფლება, RFE/RL, Inc. ყველა უფლება დაცულია
SM