მე ვარ თემურ ქათამაძე, თურქეთის ეთნიკურ ქართველთა, ჩვენებურთა, ერთ-ერთი მოქმედი ლიდერი, წარმომადგენელი და აქტივისტი. ორმოცი წელია ვემსახურები თურქეთში ქართული იდენტობის, ენისა და კულტურის შენარჩუნების და მომავალი თაობებისთვის მათი გადაცემის საქმეს. ამ ეროვნული მოღვაწეობის ფარგლებში უამრავი პროექტი მაქვს დაგეგმილი და განხორციელებული.
2012 წლიდან ჩვენებურთა უფლებების დასაცავად საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვედი. 13 წელია ქვეყნიდან გაუსვლელად აქ ვცხოვრობ და ვაგრძელებ ბრძოლას „ ქართული ოცნების“ და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც 13 წელია მიზანმიმართულად დისკრიმინაციული პოლიტიკის საფუძველზე თურქეთის, ირანისა და აზერბაიჯანის ეთნიკურ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობას არ ანიჭებს, მიუხედავად საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტისა და „ მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლში განმარტებული საქართველოს სახელმწიფო ინტერესისა. მე სამჯერ (2012, 2015, 2019 წლებში) მივიღე უარი სააგენტოში შეტანილ განცხადებაზე საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ . 2013 წელს მივიღე 6-წლიანი ბინადრობის ნებართვა. თუმცა 2020წ რეჟიმმა მისი მოქმედების ვადა შეგნებულად არ გააგრძელა.
2016 წელს ბათუმში ირანისა და თურქეთის ეთნიკურ ქართველებთან ერთად დავაფუძნე მსოფლიო ქართველთა კავშირი „ფენიქსი“(აიპი), რომლის მიზანი იყო თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ეროვნული იდენტობის, მშობლიური ენისა და ქართული კულტურის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის მათი გადაცემა. ამ მიზნის მისაღწევად განხორციელდა და დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიებები.
2019 წელს თბილისის ადმინისტრაციულ სასამართლოში შევიტანე სარჩრელი და ჩემთვის სამჯერ მოქალაქეობის არმინიჭება გავასაჩივრე. მოსამართლემ გადაწყვეტილება არ მიიღო, ვინაიდან, მისი თქმით, ჩემი საჩივრის საგანი სასამართლოს განსახილველ საკითხს არ წარმოადგენდა. აპელაცია მოვიგე, თუმცა მოსამართლე შეცვალეს და „ქართულ ოცნებასთან“ შეკრული მიკერძოებული მოსამართლე დაუნიშნეს ჩემს საქმეს. რა ტქმა უნდა, მიუხედავად კონტრდაზვერვის მიერ დარღვეული კანონიერი ვადის და უამრავი მტკიცებულებისა, პირველი ინსტანციის სასამართლოიმ რეჟიმის დაკვეთით ჩემი სარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 5 წელი გაგრძელდა ეს პროცესი, რომლის გაგრძელებას ევროპაში, სტრასბურგის სასამართლოში ვაპირებ.
2023 წელს გავასაჩივრე 2013 წლის სააგენტოს უარყოფითი დასკვნა. თბილისის ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლემ წარმოებაში მიიღო ჩემი სარჩელი. ამჟამად ჩემი საქმის განხილვა მიმდინარეობა.
2014 წელს 2 პოლიციელის ჩართულობით მოხდა ჩემი კუთვნილი 5000 აშშ დოლარის გამოძალვა: პოლიციის უფროსი იაგო დავითაძე და მეორე, ჩემთვის უცნობი პოლიციელი ფსიქოლოგიური ზეწოლითა და შანტაჟით გამომძალეს. შემდეგ ამ ორ პოლიციელს ვუჩივლე პროკურატურაში და გენინსპექციაში. შემდეგ ჩემზე ზეწოლის მოხდენის მიზნით ბათუმის სამმართველოს ყოფილი უფროსი ჩაერია საქმეში , რომ მე შემეწყვიტა გასაჩივრება. იგივე სამმართველოს ოფიცერმა თენგიზ კვირკველიამ ჩამაბარა აჭარის პროკურატურაში ჩემ მიერ შეტანილ საჩივარზე პასუხი, თუმცა ის დოკუმენტი, ჩემი აზრით, იყო ყალბი, მათ მიერ დამზადებული ჩემი თავიდან მოშორების და გასაჩივრების შეწყვეტის მიზნით. და ეს ოფიცერი ირაკლი დგებუაძე იყო, ვინც 11 იანვარს სამმართველოს წინ საპროტესტო აქციის დროს უკანონოდ დამაკავა და თავის კაბინეტში 10 პოლიციელთან ერთად ფიზიკურად გამისწორდა და უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოფა მომაყენა. თავსა და სახეზე მირტყამდნენ გაშლილ ხელებს. ამ დროს 2 პოლიციელი ჩემს ხელებს იჭერდა. ამ ცემის შემდეგ პოლიციელმა თენგიზ კვირკველიამ დამემუქრა ასეტი სიტყვებით: „ ბოლოს შენც მოხვდი აქ, მედროშე ბაბუ. მე შენ გიცნობ, უწყების პასუხი ჩაგაბარე. შენ ახლა მოგიწევს დეპორტი.“ მე ვუპასუხე: „ აბა, ის ხარ, ვინც ყალბი დოკუმენტი იაგო დავითაძის (ხელვაჩაურის პოლიციის მოქმედი უფროსი) გასაჩივრების შეწყვეტისთვის!“
ჩემი ცემა-ტყეპის დროს უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოპას მაყენებდნენ. „დედა, მამა, ბაბუა, ბებია, აკვანში ჩვილი შვილი, პირი, ჯიში-ჯილაგი“ მიგინეს ათმა პოლიციელმა ირაკლი დგებუაძის მონაწილეობით. ასევე მომმართავდნენ რასისტული გამონათქვამებით: „შენ ძაღლო თურქო? რა გინდა საქართველოში? გაეთრიე აქედან!“ მე ვუპასუხე: „მე თურქს ნუ მეძახით! მე თურქი არ ვარ! სულით და გულით ქართველი ვარ!“ ამაზე მითხრეს: „საქართველოში რომ არ ხარ დაბადებული?და საქართველოს მოქალაქეობა რატომ არ გაქვს?“ ვუპასუხე, რომ 10 წლის განმავლობაში 3-ჯერ მივმართე მოქალაქეობისთვის, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ არ მომანიჭა.
შემდეგ ჩემი თანდასწრებით გელა ბასილაძის, (ვინც ბრძანებებს აძლევრა მოძალადე პოლიციელებს და ჩემს შეურაცხყოფას უყურებდა) თენგიზ კვირკველიასა და ბექა ღომიძის მეთაურობით ჩვენი მომიტინგეების უკანონო დაკავების შაბლონური ოქმი მოამზადეს და ცარიელი დატოვეს მხოლოდ თარიღის, საათის და დაკავებულის სახელისა და გვარის ადგილი. შემდეგ თითო-თითო გამოიძახეს პოლიციელები და მითითებული პირების დაკავება დაავალეს ყალბი ოქმებით. ჩვენ ერთმა პოლიციელებმა დაგვაკავეს, საბუთებში კი სხვა პოლიციელებია მითითებული. ხოლო მოწმეებად კიდევ სხვა პოლიციელები გამოვიდნენ. ერთ-ერთმა პოლიციელმა, ვისაც მომიტინგეთა დაკავება დაევალა, შემოვიდა და ღიმილით თქვა: „ჩემი მოგვარე (ბერიძე) დამაკავებინეთო.“
ჯერ ვიყავი ლანჩხუთის იზოლატორში მალხაზ ირემაძესთან ერთად, ხოლო სასამართლოს განაჩენის შემდეგ -- სამტრედიის იზოლატორში 3 დღე. ორივე იზოლატორის ბადრაგებისა და ექიმების ჩემდამი მოპყრობით კმაყოფილი ვარ. ჩემ მიმართ ყურედღებიანი და თავაზიანები იყვენენ ყველანი. 3 დღე მათე ცენტერაძესთან ერთ კამერაში ვიმყოფებოდი.
როდესაც იზოლატორიდან გამოვედი, დამხვდა გელა ბასილაძის ქვეშევრდომი ოფიცერი თენგიზ კვირკველია, რომელმაც დამაკავა ქვეყნიდან გაძევების მიზნით. სამტრედიის პოლიციის განყოფილებაში შემიყვანეს, მათ მიერ შედგენილი დაკავების ოქმი წავიკითხე, თუმცა ხელი არ მოვაწერე. ისევ დამაბრუნეს სამტრედიის იზოლატორში. იმ ღამეს გადავწყვიტე დამეწყო შიმშილობა. მხოლოდ წყალს ვსვამ და სიგარეტს ვეწევი. დღეს 20 იანვარია და ჩემი შიმშილობის მეოთხე დღეა. როცა ტელევიზიით შევიტყე, რომ batumelebi.ge-ს დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მისიუკანონო დაკავების გამო პროტესტის ნიშნად შიმშილობდა უკვე 7 დღის მანძილზე ( იმ მომენტისთვის--შენიშვნა), მისით ვიამაყე და მას სოლიდარობა გამოვუცხადე მას თბილისის ემიგრაციის იზოლატორიდან. ცრემლები მადგება თვალებზე. სრულად თანავუგრძნობ ქუჩაში გამოსული ადამიანებს (სანამ ამ წინადადებას ვწერდი, თითო თვალიდან ორ-ორი ცრემლი ლოყებზე გადმომიგორდა)
2019 წლიდანივანიშვილის რეჟიმს საჯაროდ ვუპირისპირდები. თავიდან სოციალური ქსელის მეშვეობით (Facebook) დავადანაშაულე 13-წლიან პერიოდში თურქეთის, ირანისა და აზერბაიჯანის ეთნიკური ქართველებისთვის მიზანმიმართული დისკრიმინაციული პოლიტიკის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის მასობრივად არმინიჭებაში.
2021 წელს არჩევნების წინ მოვამზადე 4 ნაწილისგან შემდგარი 120-წუთიანი დოკუმენური ვედეოანალიზი, რომელშიც განხილულია „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული დისკრიმინაციული პოლიტიკა საფრანგეთში, თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ძირძველი ქართველების მიმართ: „ოცნება“ მიზანმიმართულად მასობრივად უარს უცხადებდა დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე. აგრეთვე მოვამზადე ვიდეორგოლი სათაურით „თურქეთის ეთნიკური ქართველების, ჩვენებურების. მომავლის ცივსისხლიანი მკვლელი „ქართული ოცნება“, რომელშიც „ქართულ ოცბებას“ დავუსვი 40 კითხვა .
შემდეგ მოვუწოდე დიასპორას (თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ეთნიკურ ქართველებს) ბოიკოტი გამოეცხადებინათ და არჩვნებში ხმა არ მიეცათ ივანიშვილის რეჟიმისთვის. შემდეგ წლებში სოციალურ ქსელში დავიწყე „ქართული ოცნების“ შიდა პოლიტიკის მწვავე კრიტიკა. ვიდეომასალები, სტატიები გავავრცელე ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე 40-მდე Facebook-ჯგუფში ( „საქართველოს მოქალაქეობა ჩვები უფლებაა“, „ქართული სოციალური მედია-Gürcü Sosyal Medya—Georgian Social Media”(Gürcü Sosyal Medya - ქართული სოციალური მედია - Georgian Social Media), რომლის გამომწერთა რიცხვი ჩემი მართვის 2 წლის განმავლობაში 65.000-დან 202000-ამდე გაიზარდა.
შემდეგ ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ბათუმში მიმდინარე პროტესტებში მივიღე მონაწილეობა. ყველა აქციაზე ხელში მეჭირა ქართული დროშა და ვაფრიალებდი მას.
2024 წლის 27 ოქტომბრის არჩევნების ტოტალური გაყალბებისა და ქვეყნის ევროპული კურსიდან რუსეთისკენ გადახვევის შემდეგ დაწყებულ მასობრივ პროტესტებში მივიღე მონაწილეობა . ეს საქმიანობა ჩემთვის ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. სამშობლოს სადარაჯოზე, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში განუწყვეტლად 45 დღე ბათუმის ქუჩებში გავატარე. თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ამ ახალი ტალღის აქციებში უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამეღო ჩემს თავზე და წინა ხაზზე ვყოფილიყავი. მალევე „მედროშე ბაბუ“ შემარქვეს და ბათუმის აქციების ერთ-ერთ სიმბოლოდ ვიქეცი.
ამ ცნობადობამ მომცა საშუალება ადგილობრივი და ეროვნული კრიტიკული მედიებისთვის მიმეცა ინტერვიუები, რომლებშიც კიდევ ერთხელ ვუამბე საზოგადოებას ჩვენ, ანუ თურქეთის ჩვენებურების, შესახებ: თუ როგორ მიზანმიმართულად არ ანიჭებდა „ქართული ოცნება“ თავის დისკრიმინაციული პოლიტიკის ფონზე საქართველოს მოქალაქეობას მასობრივად თურქეთის, ირანისა სა და აზერბაიჯანის ეთნიკურ ქართველებს და ამით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და „მოქალაქეობის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლს, რომელშიც ნახსენებია საქართველოს სახელმწიფო ინტერესი.
ამ მწვავე კრიტიკის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ 11 იანვრის აქციაზე უკანონოდ დამაკავა. მე მომიტინგეთა წინა ხაზზე, პოლიციელებიდან 20 მეტრის დაშორებით დროშით ხელში და სასტვენით ვიდექი. ჩემ წინ ადამიანებს აკავებდნენ და დიალოგები არ მესმოდა. უცებ 10 პოლიციელი გამოვარდა, ვიღაცა დაიჭირეს და ჩემკენ წამოვიდნენ. ერთი პოლიციელი მეცა და დროშის ტარი შუაზე გადატეხა. მომესმა: „მედროშე ბაბუ დააკავეთო“. ძირს დამაგდეს , ხელებით, ფეხებითა და გრძელი თმით შემათრიეს სამმართველოს შენობაში. ხელები გადამიგრიხეს და სახეზე მცემეს. ამავდროულად უცენზუროდ მაგინებდა ყველა მათგანი. ბრძანებებს აძლევდათ ირაკლი დგებუაძე და გელა ბასილაძე.
აქციაზე ყოფნის დროს მე პოლიციელებისთვის არ მიმიყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა, მათთვის „რუსებო“, „ღორებო“, „მონებო“ არ დამიძახია. და არა მარტო მე, არც ერთ მომიტინგეს არ უთქვამს მსგავსი რამ ჩემს ირგვლივ. ეს სიტყვები თავად პოლიციელებმა გამოიგონეს და შეთითხნილ ოქმებში ცილი დაგვწამეს.
სამტრედიაში მეორედ დაკავებიდან მეორე დღეს მოსამართლე გიორგი ლობჟანიძემ 3 თვით თბილისის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებით მოთავსების ცენტრში პატიმრობა მომისაჯა. მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე ჩემს სიტყვით გამოსვლას დიასპორასა და ჩემ შესახებ გაკვირვებული უსმენდა 2 საათის განმავლობაში, დაკავების გადაწყვეტილებაში არ უხსენებია დიასპორა და ჩემი ეთნიკური წარმომავლობა.
ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრე ისევე, როგორც ჩემ პირველ დაკავებასთან დაკავშირებული. ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება . თუმცა ივანიოშვილის რეჟიმის მიკერძოებული მოსამართლეებისგან არავითარ ობიექთურობას და სამართლიანობას არ ველი. ჩემთვის ეს მხოლოდ ფორმალობაა.
თბილისის ემიგრაციის იზოლატორში ყოფნის მე-3 დღეს შევიტანე განცხადება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ამან დროებით შეაჩერა საქართველოდან ჩემი გაძევების პროცესი. ამასთან ერთად ვაპირებ თურქეთის მოქალაქეობაზე უარის თქმით საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღება ვცადო.
მე ამ ნაბიჯებით „ქართულ ოცნებასა“ და ქართულ საზოგადოებას ვაჩვენე ის, თუ რამდენად მიყვარს ჩემი სამშობლო და მინდა გავხდე საქართველოს მოქალაქე.
ამ ყველაფრის შემდეგ ვნახავ, რა ნაბიჯს გადადგამს ივანიშვილის რეჟიმი. თუ ასე არ იქცევიან ჩემზე პოლიტიკური შურისძიების მოტივით და სხვა ეთნიკური ქართველების მიმართ არ არიან გულგრილნი, ამის საჩვენებლად მე უნდა მომანიჭონ მოქალაქეობა. თურქეთში რაც კი მქონდა, ყველაფერზე უარი ვთქვი. შენი ჯერია, „ქართულო ოცნებავ“! აბა, ჰე!
2023 წლის 27 მაისის დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ დაადანაშაულა „ქართული ოცნების“ მთავრობა საზღვარგარეთ მცხოვრები (კერძოდ თურქეთში, იფრანსა და აზერბაიჯანში) ეთნიკური ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიზანმიმართულად არმინიჭებისთვის,სააგენტოს მაღალჩნოსნების მიერ ახალი კრიტერიუმების გამოგონებაში, რომლებიც კანონს არ შეესაბამება.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის ამ 10-წუთიანი ვიდეომასალაზე დაყრდნობით პროკურატურაში შევიტანე საჩივარი და 10 წლის პერიოდის „ქართული ოცნების“ ყველა პრემიერის (ივანიშვილის ჩათვლით) , იუსტიციის 2 მინისტრისა და 2 პრეზიდენტის (მარგველაშვილი და ზურაბიშვილი) მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის და „მოქალაქეობის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლში განმარტებული სახელმწიფო ინტერესის დარღვევის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გამოძიების ჩატარება მოვითხოვე. თბილისის პროკურატურამ წერილობით მაცნობა, რომ ჩემი საჩივარი მიღებული იყო წარმოებაში და გადაეგზავნა საგამოძიებო დეპარტამენტს.
2014 წელს, როდესაც მე გალიფ ოზთურქის კუთვნილ „Metro Turizm”-ის ავტოსადგურში ტექნიკურ დირექტორად ვმუშაობდი, პოლიციმა იაგო დავითაძემ (ქ. ბათუმის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე; ხელვჩაურის პოლიციის მოქმედი უფროსი) და კიდევ ერთმა ჩემთვის უცნობმა პირმა, ვისი სახელი და გვარიც დღემდე ვერ დავადგინე, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და შანტაჟით გამომძალეს ჩემი კუთვნილი 5000 აშშ დოლარი. შემდეგ ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით ქ. ბათუმის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ზაზა დიასამიძემ (ხელვაჩაურის მოქმედი მერი) და იმავე სამმართველოში დღემდე მომუშავე თენგიზ კვირკველიამ ყალბი საბუთების შედგრნით იაგო დავითაძის ( იმ დროს სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო) გასაჩივრების პროცესის შეწყვეტისთვის საქმეში ჩაერივნენ. მე არ გავჩერებულვარ და გენინსპექციაში საჩივარი დავწერე შემდეგი სათაურით: „აჭარის პოლიციის სამმართველოს სპექტაკლი“ და ხელახლად ყველა გავასაჩივრე. აგრეთვე აჭარის პროკურატურაში არაერთხელ შევიტანე საჩივარი. მივმართავდი ყველა ახალ პრემიერს, მთავარ პროკურორსა თუ ომბუდსმენს, და ინციდენტიდან 10 წელი გავიდა და შედეგი დღემდე არ არის. ახლად დანიშნულ ანი ბორჩაშვილსა და მის თანაშემწეს შევხვდი პანდემიის წინა თვეებში და მან სიტყვა მომცა, რომ 2 თვის განმავლობაში შედეგს მიაღწევდა. წლები გავიდა მას შემდეგ უშედეგოდ. მასთან შეხვედრა მოვითხოვე და ცრუ მიზეზებით (თბილისში წავიდა, ავად გახდა და ა.შ.) არ შემხვდა. ისიც არაობიექტურობასა და მიკერძოებულობაში დავადანაშაულე და გავასაჩივრე მთავარ პროკურატურასა და აჭარის პროკურატურაში, რაც აგრეთვე უშედეგოდ დასრულდა.
ანუ, საქართველოში გატარებული 13 წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლი არაერთხელ გავდი.
1) როგორც თურქეთის ეთნიკურ ქართველს , ჩვენებურს, 10 წლის მანძილზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე 3-ჯერ უარი მითხრეს და 2020წელს დროებითი ბინადრობის ნაებართვის მოქმედების ვადა შეგნებულად არ გამიგრძელეს და ჩაკეტილი აღმოვჩნდი ქვეყანაში, თურქეთში ვერ მივდიოდი, რადგან უკვე „ქართული ოცნების“ შავ სიაში ვიყავი და უკან არ შემომიშვებდნენ.
2) როგორც რიგითი მოქალაქე ვიზარალე, როცა 2 პოლიციელის ჩარევით 5000 დოლარი დავკარგე.
3) და ბოლოს როგორც ბათუმის აქციების „მედროშე ბაბუ“ ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გავდი.
ჩემი შეფასებით ჯერ ბათუმში, აქციის დროს უკანონო დაკავება, შემდეგ კი ქვეყნიდან გაძევების მიზნით ხელმეორე დაკავება იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთა, მიმართული ჩემზე შურის საძიებლად წლების მანძილზე მოქალაქეობისთვის ჩემი ბრძოლისა და ოპოზიციური პოლიტიკური შეხედულებების გამო.
დღემდე ვერ შეძლეს საჯაროდ ვერც ერთი პასუხის გაცემა ჩემ მიერ მათთვის ოფიციალურად დაყენებულ ბრალდებებზე. პოლიტიკური მოტივით ქვეყნიდან ჩემ გაძევებას აპირებენ.
მე კი თურქეთის, ირანისა და აზერბაიჯანის ქართველობის წინააღმდეგ განხორციელებული 13-წლიანი მიზანმიმართული დისკრიმინაციული პოლიტიკის გასაპროტესტებლად 16 იანვარს, მეორედ ჩემი დაკავების მომენტიდან, დაწყებული მაქვს შიმშილობა ჩემი სამშობლო საქართველოსთვის.
როგორც საქართველოს საზოგადოებას, ასევე თურქეთის, ირანისა და აზერბაჯანის ეთნიკურ ქართველებს ვთხოვ სოლიდარობასა და მხარდაჭერას.
მე მზად ვარ საქართველოსთვის თავი გავწირო. აბა, ვნახოთ, ჩემნაირი მამულიშვილის მიმართებით ივანიშვილის რეჟიმი კიდევ რას მოიმოქმედებს.
მინდა მივმართო ქუჩაში მყოფ ადამიანებს! ყველანი მიყვარხართ! დღეს ჩემი ბრძოლა ქართველობისთვის და სამშობლოსთვის უკვე დაგვირგვინებულია. მე ძალიან ამაყი ვარ იმით, რაც აქამდე ვაკეთე. მთელ ჩემს ცხოვრებაში ამაზე ძვირფასი არაფერი ყოფილა. დღემდე ისე მოვედი, რომ საქართველოს სიყვარულის გარდა ვერაფერმა დამიდო ხელბორკილები. დრეს ციხეში ვარ საქართველოს სიყვარულის გამო.
ჩემი პატრიოტული მოღვაწეობის რამდენიმე მაგალითი:
2005 წელს ერდოღანისგან მოვითხოვეთ და მოვიპოვეთ ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება და ტელერადიოარხის დაარსება.
1996 წელს ლეგენდარულ ჟურნალ „ჩვენებური“-ს რედაქციაში ვმუშაობდი
2003 წელს ქართული საინფორმაციო გვერდი gurcuhaber.com დავაარსე
2016 წელს ქ. ბათუმში დავაარსე ფერეიდნელებისა და ჩვენებურების ერთობლივი ორგანიზაცია „მსოფლიო ქართველთა კავშირი „ფენიქსი“, რომლის სატიტულო ბლანკზე დაიწერა ღია წერილი პატრიარქსა და პრეზიდენტს, რომელშიც ვთხოვდით საზღვარგარეთ მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მინიწების გამარტივებას, აღნიშნულ ქვეყნებში ქართველობის არგადაშენების მიზნით. (ამ თემას მიეძღვნა TV “IMEDI”-ს სიუჟეტი )
2003 წელს აჭარის რეგიონში 300 სოფელი ფეხით მოვიარე ძველი და ახალი გვარების კვლევის ფარგლებში.
2021 წელს ---დეკლარაცია „ჩვენმა ქართულმა ენამ იარსებოს!“
2022წელს Facebook-გვერდი ს Gürcü Sosyal Medya-ქართული სოციალური მედია--- მართვა ხელში ავიღე და 2 წლის განმავლობაში 65000დან 202000-ზე ავიყვანე გამომწერთა რიცხვი.
2024--პროექტი „საქართველოს ცის ქვეშ“, რომელმაც დააკავშირა საქართველოსა და თურქეთის მხატვრები.